LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდნი სვინი და მერილინ მონრო ნათესავები აღმოჩნდნენ

518
Untitled Design

სიდნი სვინსა და მერილინ მონროს შორის კავშირი მხოლოდ გარეგნულ მსგავსებასა და ჰოლივუდის ვარსკვლავურ იმიჯს არ უკავშირდება. ახალი გენეალოგიური კვლევის მიხედვით, „ეიფორიას“ ვარსკვლავი ლეგენდარული მერილინ მონროს ნათესავია.

სექსსიმბოლოს იდუმალი მხარე – ახალი აუდიოჩანაწერები მერილინ მონროს ქალებთან კავშირს ამხელს

29 წლის „სიდნი სვინი და მერილინ მონრო ერთმანეთის მეცხრე თაობის ბიძაშვილები არიან“, – ამის შესახებ გენეალოგიურმა პლატფორმა MyHeritage-მა განაცხადა.

კვლევის მიხედვით, მსახიობებს საერთო წინაპარი მამის ხაზით ჰყავთ. სიდნი სვინის მამა, სტივენ სვინი და მერილინ მონროს მამა, ჩარლზ სტენლი გიფორდი, ორივე მე-17 საუკუნეში მასაჩუსეტსის შტატში, სენდვიჩში მცხოვრები ერთ-ერთი პირველი დასახლებულის, ეზრა პერის შთამომავლები არიან.

თუმცა, მათი ნათესაური კავშირი საკმაოდ შორეულია, ეზრა პერი დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ ცხოვრობდა.

საინტერესოა, რომ სიდნი სვინი წლების განმავლობაში ღიად გამოხატავდა აღფრთოვანებას მერილინ მონროს მიმართ და ლეგენდარული მსახიობის სტილს არაერთხელ მიმართავდა.

თებერვალში სვინმა „სანტა-ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე“ ვინტაჟური კაბა მოირგო, რომელიც მონროს ერთ-ერთი ცნობილი „ლუქით“ იყო შთაგონებული.

მერილინ მონროს მსგავსი სტილის კაბა 1952 წლის 7 აპრილს ჟურნალ Life-ის გარეკანზე ჰქონდა მორგებული.

Page Six-ის ცნობით, სვინის პარტნიორი, ბიზნესმენი სკუტერ ბრაუნიც ფიქრობს, რომ მსახიობი „თანამედროვე მერილინ მონროა“.

ჰოლივუდელი ლამაზმანი სიდნი სვინი „ვერსაჩეს“ 1995 წელს შექმნილ ულამაზეს კაბაში ბრწყინავს

ვიდეო: ექსპერტებმა ტომ კრუზისა და სიდნი სვინის ჩურჩული გაშიფრეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები