LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კისერზე ეკიდებოდა, ახრჩობდა და ფეხბურთის ყურების საშუალებას არ აძლევდა“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის პირველი საჯარო კოცნა

379
page

ბრედ პიტი და მისი შეყვარებული, ინეს დე რამონი, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩზე, სადაც ესპანეთმა ბელგია დაამარცხა, ტრიბუნებზე ვნებიანად კოცნისას დააფიქსირეს.

ერთ-ერთმა ფოტომ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სოციალური მედიის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ინეს დე რამონი ბრედ პიტს „კისერზე ეკიდებოდა“, ჩახუტებით „ახრჩობდა“ და ფეხბურთის ყურების საშუალებას არ აძლევდა.

ცნობისთვის, 62 წლის პიტი და 33 წლის დე რამონი, რომელთა ურთიერთობის შესახებ პირველად 2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია, გასულ კვირას სოციალურ ქსელში პირველად გამოჩნდნენ ერთად მათ ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში გადაღებული ფოტოები გააზიარეს.

ბრედ პიტის ქარიზმატული ფლირტი რჩეულთან – რა ეცვა ინეს დე რამონს

ფოტო/ვიდეო: ბრედ პიტის უშრეტი შარმის ფრქვევა – 62 წლის ვარსკვლავი კვლავ ინეს დე რამონთან ერთად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები