ბრედ პიტი იმ ვარსკვლავებს შორის იყო, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში გამართულ, ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილს დაესწრნენ. 62 წლის მსახიობი ღონისძიებაზე რჩეულთან, ინეს დე რამონთან ერთად მივიდა.
წყვილის ელეგანტური „ლუქები“ „ინსტაგრამზე“ ვარსკვლავების სტილისტმა, ლორი ზანოლეტიმ გააზიარა.
განსაკუთრებული საღამოსთვის ბრედ პიტმა კლასიკური შავი სმოკინგი და მზის სათვალე შეარჩია, ხოლო 33 წლის ინეს დე რამონმა ნახევრად გამჭვირვალე, მაქმანებიანი შავი კაბა მოირგო.
რამდენიმე კვირის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ წყვილი ფარულად დაქორწინდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ მსახიობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.