ბრედ პიტი ინეს დე რამონთან ერთად პარიზში შენიშნეს. წყვილი ორშაბათ საღამოს მუსიკოსის, ჯეიმს ბლეიკის კონცერტს დაესწრო და ყურადღება თავისი გამორჩეული სტილითაც მიიპყრო. 62 წლის მსახიობს ფირუზისფერი პიჯაკი და ჟოლოსფერი შარვალი ეცვა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თამამი მოდური გადაწყვეტილებების არ ეშინია.
ფირუზისფერი პიჯაკი და ჟოლოსფერი შარვალი – 62 წლის ბრედ პიტი ამტკიცებს, რომ ყველაფერი უხდება
მისმა „ლუქმა“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. Fashion Place-მა გაავრცელა ბრედ პიტის სამოსის ღირებულება. ბრედს ეცვა „ტომ ფორდის“ ჟოლოსფერი შარვალი, რომლის ღირებულებაც 1800 დოლარია. 8000 დოლარად შეფასებული „ტომ ფორდის“ მწვანე მოსაცმელი, „ზენიას“ ზოლიანი პერანგი 1200 დოლარად. „ტომ ფორდის“ შუზები 2700 დოლარად. მის „ლუქს“ ასრულებდა Jacques marie mage სათვალე, რომლის ღირებულებაც 1250 დოლარია.
შესაბამისად, ბრედ პიტის პარიზული „ლუქის“ ღირებულება სრულად შეადგეს 14,950 დოლარს.

