ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი საყვარელ ქალთან, ინეს დე რამონთან ერთად ლონდონში გამართულ პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრო. 62 წლის მსახიობი ჯორჯ და ამალ კლუნების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის, Clooney Foundation for Justice-ის, ყოველწლიურ გალა-საღამოზე, The Albies-ზე გამოჩნდა.
წყვილი ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდა, ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა. ბრედი საყვარელ ქალს საოცრად თავაზიანად ეპყრობოდა. როდესაც ავტომობილი გაჩერდა და პიტი გადმოვიდა, მან ჯერ ინესს კარი გაუღო და დაელოდა, რათა წითელ ხალიჩაზე ერთად გაევლოთ.
„აი, ასე უნდა ექცეოდეს ნამდვილი მამაკაცი საყვარელ ქალს“, – ასე შეაფასეს პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცის ჟესტი.
საღამოსთვის ინესმა ნაცრისფერი, ნახევრად გამჭვირვალე მაქმანებიანი კაბა შეარჩია, ბრედმა კი კლასიკურ შავ სმოკინგს მიანიჭა უპირატესობა.
ფოტო/ვიდეო: აქ რა ვითარებაა?! – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ვნებები წითელ ხალიჩაზე
„პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი“ – 62 წლის ბრედ პიტი და ინეს დე რამონი ახალი ფილმის პრემიერაზე