LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდიუმიდან წითელ ხალიჩამდე – ორსული სიარას ორმაგი ეფექტი პარიზში

379
download

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ყველასთვის მოულოდნელად, სიარა დიზაინერ, Junya Watanabe-ს 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, მოდელის ამპლუაში გამოჩნდა. მან პოდიუმზე 3 სხვადასხვა ლუქით ჩაიარა.

ჩვენების შემდეგ, იმავე დღეს, სიარამ კვლავ მიიპყრო ყურადღება, როცა BoF500-ის ექსკლუზიურ გალა-საღამოს დაესწრო.

ავტორიტეტულმა მოდის პლატფორმამ – The Business of Fashion (BoF) ტრადიციულად უმასპინძლა ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ღონისძიებას, სადაც მსოფლიო მოდის 500 ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ახალი წევრები გამოავლინეს. პარიზის სასტუმრო – Shangri-La-ში გამართული წვეულება წელსაც წამყვანი დიზაინერების, მოდელებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების თავშეყრის ადგილად იქცა.

საღამოს მთავარ სენსაციად კი, სწორედ 40 წლის ამერიკელი მომღერალი იქცა, რომელიც საზოგადოების წინაშე Dolce & Gabbana-ს გამჭვირვალე, შავი მაქმანებიანი კაბით წარდგა და ორსულობის გამოკვეთილი ფორმები ეფექტურად აჩვენა. არტისტი მეხუთე შვილზეა ფეხმძიმედ.

სტუმრებს შორის მოდის კრიტიკოსების ყურადღება სხვა ვარსკვლავებმაც მიიპყრეს. მათ შორის იყვნენ: ჰაიდი კლუმი, რომელიც წითელ ხალიჩაზე 16 წლის ქალიშვილთან, ლუ სამუელთან ერთად გამოჩნდა, მსახიობი – კოლმან დომინგო, მოდელი – კოკო როშა, პერის და ნიკი ჰილტონები, ასევე პერის ჯექსონი.

ცნობისთვის, BoF500 ავტორიტეტული გლობალური ინდექსი და სიაა, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს გამოცემა – The Business of Fashion (BoF). ეს სია აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ადამიანებს მოდის ინდუსტრიიდან, რომელშიც შედიან დიზაინერები, ბიზნესმენები, მოდელები, კრეატიული დირექტორები და მედიის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები