LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: პირველი „მსოფლიო პერფორმანსი“ Covid-19-ის ფონზე – ყველაფერი Super Bowl-ის შესახებ

196
page

სულ ცოტა ხნის წინ ფლორიდაში, Raymond James Stadium-ზე Super Bowl-ის გახსნის ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ის Covid-19-ის ფონზე  პირველი მასშტაბური ღონისძიება იყო. შოუზე დასასწრები ბილეთები მალევე გაიყიდა, მისი საშუალო ფასი კი 14 000 დოლარი იყო.

თუკი გასულ წელს შოუს ჰედლაინერები შაკირა და ჯენიფერ ლოპესი იყვნენ, მიმდინარე წელს კონცერტი ჰიპ-ჰოპ არტისტმა, The Weeknd გახსნა, რომელმაც საზოგადოებას საოცარი პერფორმანსი შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე არტისტმა პირველად იმღერა.

გამორჩეულ პერფორმანსებს შორის ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო 28 წლის მაილი საირუსის შესრულებაც. არტისტმა თავისი ბოლო ნამუშევრები იმღერა. მას სცენაზე ბილი აიდოლი და ჯოან ჯეტიც შეუერთდნენ.

„ვერა ვონგის“ თეთრი პიჯაკით, ბრჭყვიალა ტოპითა და ემოციური შესრულებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას 40 წლის ალიშა ქისმა.

https://www.youtube.com/watch?v=CrzVo6auXyo

გადახედეთ Super Bowl 2021-ის გამორჩეულ ვიდეოებსა და დასამახსოვრებელ ფოტოებს ??

 

View this post on Instagram

 

A post shared by Alex Rodriguez (@arod)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ciara (@ciara)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus)

ცნობისთვის, შოუს შესვენებაზე „ფორსაჟის“ მე-9  ნაწილის ახალი ტრეილერი აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე რბოლა 2019 წელს თბილისსა და რუსთავის ქუჩებშია გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები