ფლორიდაში, Raymond James Stadium-ზე Super Bowl-ის გახსნის ცერემონია გაიმართა. მისი ჰედლაინერი კი ჰიპ-ჰოპ არტისტი, The Weeknd იყო, რომელმაც საზოგადოებას საოცარი პერფორმანსი შესთავაზა.
ფოტო/ვიდეო: The Weeknd-ის ეპიკური პერფორმანსი Super Bowl-ზე
,როდესაც შენი ნიჭი უსაზღვროა, შენი ადგილი მსოფლიოს უდიდეს სცენაზეა’’ – დაწერა შოუს სპონსორმა – ,,პეპსიმ’’ სოციალურ ქსელში
გამორჩეულ პერფორმანსებს შორის ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო 28 წლის მაილი საირუსის შესრულებაც. არტისტმა თავისი ბოლო ნამუშევრები იმღერა. მას სცენაზე ბილი აიდოლი და ჯოან ჯეტიც შეუერთდნენ.
რაც შეეხება საირუსის ჩაცმულობას, მან როკ-მომღერლის სტილი მოირგო. ეპატაჟურმა პოპ-ვარსკვლავმა ვარდისფერ და შავ ფერებში გადაწყვეტილი ტყავის ტოპი და მოკლე ქვედაბოლო მოირგო.