როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი, ჰაიდენ პანეტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უკრაინელი მოკრივეს, ვლადიმერ კლიჩკოს ყოფილი მეუღლე იყო.
სულ ცოტა ხნის წინ კლიჩკომ პანეტიეს მოულოდნელ გარდაცვალებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, 50 წლის კლიჩკომ სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ოჯახი მომხდარით ღრმა მწუხარებაშია.
კლიჩკომ ჰეიდენთან და მათ 11 წლის ქალიშვილ, კაიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ჩვენი ოჯახი ღრმა შოკსა და მწუხარებას განიცდის. ჰეიდენის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ამბავი ჩემთვის უდიდესი ტკივილის მომტანია. ის ძალიან ადრე წავიდა ამ სამყაროდან.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეიდენი უკვე აღარ იყო ჩემი პარტნიორი, ის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩემი ქალიშვილის, კაიას, დედა იყო.
მან თავისი უზარმაზარი ნიჭით წარმოუდგენელი კარიერა შექმნა და ამავდროულად, ძალიან რთულ ინდუსტრიაში არსებულ მძიმე მხარეებსაც უმკლავდებოდა. ვერაფერი წაშლის იმ წლებს, რომლებიც ერთად გავატარეთ“.
ცნობისთვის, წყვილმა 2009 წელს გაიცნო ერთმანეთი, 2013 წელს ისინი დაინიშნნენ, ხოლო 2014 წელს მათ ქალიშვილი, კაია ევდოკია კლიჩკო შეეძინათ. 2018 წელს წყვილი დაშორდა ერთმანეთს ჰაიდენის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, გოგონა კი საცხოვრებლად მამასთან, უკრაინაში დარჩა.
რაც შეეხება მსახიობის გარდაცვალების მიზეზებს, ამ დროისთვის ოფიციალური მიზეზი დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ 2026 წლის 16 აგვისტოს იგი სამხრეთ კაროლინაში, გრინვილში, საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დააფიქსირეს გულის გაჩერება და რეანიმაცია სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
