ბრედ პიტმა გამოცემა Esquire-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. საუბარი ეხებოდა მის კარიერას, პირად ცხოვრებას, ურთულეს პერიოდსა და ალკოჰოლთან დაბრუნების საკითხებს.
„აი, სწორედ ამიტომ ვერ ვუყურებ პორნოგრაფიას!“ – ბრედ პიტის აღიარება, რომელმაც სოციალური მედია მოიცვა
კარიერაზე საუბრის დროს ვარსკვლავმა დაასახელა მსახიობი ქალი, რომელიც მას საოცრად მოსწონს და მისთვის ერთგვარ ინსპირაციადაც კი იქცა. საუბარია ქეით უილნსლეტის შესახებ, რომელსაც მისი თქმით პირადად არც კი იცნობს.
„ქეით უინსლეტს რამდენიმე ჩემთვის საოცარი როლი აქვს ნათამაშები. მან რამდენიმე შესანიშნავი ნამუშევარი შექმნა. ფილმში, „ისტთაუნელი მერი“ ის დაუჯერებელად კარგია. მაგრამ ბოლო ნამუშევარი, The Regime უბრალოდ სიგიჟე იყო. თანაც ის ბოლომდე არც იხარჯება, მიყვარს მისი თავდადება. მეც ვცადე ასეთი დონის თავდადება გამომევლინა მას შემდეგ, რაც ქეითს ვუყურე, ვსაუბრობ ჩემს ბოლო ფილმზე, Riders“, – აცხადებს ბრედი.
აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტსა და ქეით უინსლეტს მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, ჯერჯერობით ერთად არცერთ ფილზე არ უმუშავიათ.

