მელ გიბსონი16 წლის ქალიშვილთან, ლუსიასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ისინი იტალიურ რესტორან Mediterraneo-ში ვახშმობისას დააფიქსირეს. 70 წლის მელი საოცრად ბედნიერი გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, ლუსია მელ გიბსონისა და რუსი მუსიკოსის, ოქსანა გრიგორიევას ერთადერთი შვილია. მსახიობისა და გრიგორიევას ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, თუმცა წყვილი 2010 წელს საკმაოდ ხმაურიანად დაშორდა.
მათი ურთიერთობის დასრულებას სასამართლო დავა და არაერთი სკანდალი მოჰყვა. მეურვეობის საკითხზე დავა 2011 წელს შეთანხმებით დასრულდა.