LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან აშკარად იცის, რა სურთ ქალებს!“ – 70 წლის მელ გიბსონი კვლავ შეყვარებულია

206
page

70 წლის მელ გიბოსნი კვლავ შეყვარებულია. მსახიობი რომში მედიისთვის უცნობ ახალგაზრდა ქალთან ერთად შენიშნეს.

პაპარაცების მიერ გავრცელებულ საოცრად რომანტიკულ კადრებში, საკულტო ფილმის, „რა სურთ ქალებს“ ვარსკვლავი ახალ რჩეულს ვნებიანად კოცნის და ეხვევა.

„ეს ნამდვილი სიყვარულია!“, „მან აშკარად იცის, რა სურთ ქალებს“, – ასე აფასებენ სოციალურ ქსელში მელ გიბსონის რომანტიკულ გამოჩენას რომში.

69 წლის მელ გიბსონი და მისი 35 წლის პარტნიორი, ცხრა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილი განცხადებას ავრცელებს

ცნობისთვის, გიბსონი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. მისი მეუღლე გახლდათ რობინ მური, რომელთანაც მან 1980 წელს იქორწინა. წყვილმა ერთად დაახლოებით 30 წელი გაატარა, მათ შვიდი შვილი ჰყავთ. მათი განქორწინების პროცესი 2011 წელს დასრულდა.

ამის შემდეგ მელს ბევრი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ოფიციალურად აღარ დაქორწინებულა. გასულ წელს მელი 35 წლის პარტნიორს, სცენარისტს, როზალინდ როსს, ცხრა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. საერთო ჯამში მსახიობს ცხრა შვილი ჰყავს.

68 წლის მელ გიბსონი 34 წლის შეყვარებულთან ერთად – მსახიობის იშვიათი გამოჩენა

66 წლის მელ გიბსონი მეცხრე შვილთან, 5 წლის ლარს ჟერართან ერთად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები