LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი, რომელსაც „გაშეშებული ადამიანის სინდრომი“ აქვს, სცენაზე დაეცა – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

693
page

58 წლის სელინ დიონი, რომელსაც „გაშეშებული ადამიანის სინდრომი“ აქვს, პარიზში გამართული კონცერტის სცენაზე დაეცა. მომღერლის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

კადრებში ჩანს, რომ არტისტმა დაცემის შემდეგ სწრაფად შეძლო წამოდგომა და სიმღერა გააგრძელა, რითაც კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.

პარიზის მოდის კვირეულის გახსნის ფარგლებში, ტრადიციული ჩვენება კოსმეტიკურმა ბრენდმა L’Oréal Paris-მა გამართა. ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი სწორედ ბრენდის დიდი ხნის ამბასადორი, სელინ დიონი გახლდათ.

მომღერალი საზოგადოების წინაშე ხავერდის ორეულით წარდგა და თავისი ცნობილი ჰიტი I’m Alive შეუსრულა.

სელინ დიონის მოულოდნელი ფურორი პარიზის მოდის კვირეულზე – მომღერალმა L’Oréal-ის ჩვენებაზე ჰიტი – I’m Alive შეასრულა

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომაზე მუსიკოსს იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადების, „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ დიაგნოზი დაუსვეს.

„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი…” – სელინ დიონი სცენაზე დაბრუნდა და პარიზში გამართულ პირველ გრანდიოზულ კონცერტზე ცრემლები ვერ შეიკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები