LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის სელინ დიონი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

435
page

როგორც ცნობილია, ლეგენდარული მომღერლის, სე­ლინ დი­ო­ნის შე­სა­ხებ მალე ახა­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, I Am: Celine Dion გა­მო­ვა. პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე ნაწყვეტი ინ­ტერ­ნეტსივრცეში უკვე გავ­რცელ­და.

მომღერალი უიშვიათესი დაავადების, „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ (Stiff Person Syndrome) შესახებ საუბრობს და ძალიან ემოციურ კადრებს გვიზიარებს.

ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, თუ რო­გორ ცდი­ლობს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მას კუნ­თე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი სპაზ­მე­ბი შეუმსუბუქოს.

ფილმი 56 წლის არტისტის განვლილ გზასა და დაავადებასთან ბრძოლის შესახებ გვიამბობს.

„მე ძალიან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს. ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაავადებასთან ერთად ცხოვრება რთულია. თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“, – ამბობს სელინი თრეილერში.

უიშვიათეს დაავადებასთან ბრძოლის ფონზე, სელინ დიონი წითელ ხალიჩაზე ვაჟთან ერთად გამოჩნდა

„თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“ – ნახეთ სელინ დიონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის სულისშემძვრელი თრეილერი

,,დიდი დაბრუნება” – სელინ დიონი Vogue-ისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები