სანდრა ბულოკმა გამომწერებს შვილებთან ერთად გატარებული ზაფხულის შესახებ იშვიათი და ემოციური კადრები გაუზიარა.
მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად გატარებული დროა ასახული. ფოტოებში ჩანს მსახიობის 16 წლის ვაჟი, ლუისი, და 12 წლის ქალიშვილი, ლაილა, რომლებიც ბულოკმა 40 წლის ასაკში იშვილა.
62 წლის მსახიობმა ფოტოებს სახალისო წარწერა დაურთო:
„მეგობრები, ოჯახი, გართობა, თევზები, ბეწვიანები, ააჰჰ და კიდევ, სამუშაო.“
კადრებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ერთმა ემოციურმა ფოტომ მიიპყრო. მასზე ბულოკი მშობლების საფლავთან არის გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ სანდრა ბულოკი შვილების პირად ცხოვრებას წლების განმავლობაში განსაკუთრებით უფრთხილდება და მათი სახეები საჯარო სივრცეში თითქმის არასდროს გამოჩენილა.
როგორ გაუმკლავდა სანდრა ბულოკი საყვარელი მამაკაცის გარდაცვალებას
ცნობისთვის, სანდრას მეუღლე, ბრაიან რენდალი 2023 წელს გარდაიცვალა, ის სამი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას, „ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს“ (ALS).
წყვილი პირველად 2015 წელს, ბულოკის შვილის დაბადების დღეზე შეხვდა ერთმანეთს, მათ მალევე დაიწყეს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებდნენ, ბულოკი ხშირად უსვამდა ხაზს რენდალის როლს ოჯახში, მისი შვილების აღზრდის პროცესში.