თითქმის სამი ათწლეულის წინ, სანდრა ბულოკმა და ნიკოლ კიდმანმა ეკრანზე დები განასახიერეს, გოგონები, რომლებიც სისხლით იყვნენ დაკავშირებულნი და სიყვარულისა და დანაკარგის იდუმალი წყევლისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.
„პრაქტიკული მაგიის“ სამყაროში მათი პერსონაჟები ღამეებს მარგარიტების მომზადებასა და ჯადოსნური წესების ძიებაში ატარებდნენ, თუმცა ფილმის მიღმა თავად მსახიობების ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესო და მოულოდნელობების აღსავსე აღმოჩნდა.
და აი, მრავალი წლის შემდეგ გოგონები მაგიას დაუბრუნდნენ. „პრაქტიკული მაგია 2“ კინოთეატრებში, 10 სექტემბრიდან გამოჩნდება. მანამდე კი გოგონები პრემიერების წითელ ხალიჩებს ერთად სტუმრობენ და გამოცემების გარეკანებსაც ამშვენებენ. ამჯერად სანდრა და ნიკოლი გამოცემა People-ის სტუმრები გახდნენ.
ცნობისთვის, კინოსურათი, რომელიც დაფუძნებულია ელის ჰოფმანის 1995 წლის ამავე სახელწოდების რომანზე, 1998 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის გაგრძელებაში დებს კიდევ ერთხელ მოუწევთ დაუპირისპირდნენ ბნელ წყევლას, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ ოჯახს.
ძველ სამსახიობო გუნდთან ერთად, ფილმში ახალი თაობის ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან, მათ შორის ჯოი კინგი და მეიზი უილიამსი, რომლებიც ბულოკის პერსონაჟის შვილებს განასახიერებენ.
ბოლოს და ბოლოს ბედნიერი – სანდრა ბულოკი ნიკოლ კიდმანთან ერთად წითელ ხალიჩას იპყრობს
