LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მამაკაცი ჩემ­გან ბევ­რად უფრო ადრე წა­ვი­და, ვიდ­რე მისი სხე­უ­ლი დაგვტო­ვებ­და“ – სანდრა ბულოკმა დუმილი დაარღვია

381
page

სან­დრა ბუ­ლოკ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­არ­ღვია დუ­მი­ლი და იმ უდი­დეს ტკი­ვილ­ზე ესა­უბ­რა, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მალავდა. 62 წლის ვარ­სკვლავ­მა პოდ­კას­ტში სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე, დრა­მა­ტუ­ლი და ტრავ­მუ­ლი პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ უამ­ბო.

სანდრა ბულოკი „ინსტაგრამზე“ იშვიათ, ემოციურ კადრებს ავრცელებს

მსა­ხი­ობ­მა გუ­ლახ­დი­ლად აღი­ა­რა, რომ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის სურ­ვი­ლი იყო, მისი დი­აგ­ნო­ზი სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

„მან მთხო­ვა, რომ ეს ამ­ბა­ვი არა­ვის­თვის მეთ­ქვა. უფ­ლე­ბა არ მქონ­და ამა­ზე მე­ლა­პა­რა­კა. ეს მისი თხოვ­ნა იყო და მე ბო­ლომ­დე პა­ტი­ვი ვეცი მის სურვილს. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ამ­ხე­ლა ტვირ­თის მარ­ტო ტა­რე­ბამ სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცია ჩემი ცხოვ­რე­ბა.

ჩემი მამაკაცი ჩემ­გან ბევ­რად უფრო ადრე წა­ვი­და, ვიდ­რე მისი სხე­უ­ლი დაგვტო­ვებ­და. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ნა­ხე­ვა­რი მან ავად­მყო­ფო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მგო­ნია, რომ ამ ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბა მხო­ლოდ მისი წას­ვლის შემ­დეგ და­ვი­წყე.

ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნა მას მა­მად აღიქ­ვამ­და. ფი­ზი­კურ ტკი­ვილს როცა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა, ეს გახ­და სამ­მა­გი დარ­ტყმა… ეს იყო ძა­ლი­ან ბნე­ლი და მძი­მე პე­რი­ო­დი“, – იხსენებს მსახიობი.

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სან­დრამ დრო­ე­ბით და­ტო­ვა ჰო­ლი­ვუ­დი, რათა ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა შესძ­ლე­ბო­და.

როგორ გაუმკლავდა სანდრა ბულოკი საყვარელი მამაკაცის გარდაცვალებას

ცნობისთვის, სან­დრას პარტნი­ო­რი, ფო­ტოგ­რა­ფი, ბრაიან რენდალი, 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში, 57 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ძი­მეს დაავადებას, ამი­ოტრო­ფულ გვერ­დით სკლე­როზს (ALS) ებ­რძო­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები