კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ქორწინებიდან ერთი კვირის შემდეგ ჯორჯინამ ფეხბურთელის სამი უფროსი შვილი ოფიციალურად იშვილა და მათი კანონიერი დედის სტატუსიც მოიპოვა.
როგორც ირკვევა, შვილად აყვანის პროცედურა წყვილმა მაქსიმალურად გასაიდუმლოებულად ჩაატარა. საჭირო დოკუმენტების გაფორმება მედიისა და საზოგადოების ყურადღებისგან მიღმა მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, თითქმის ათწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ის ფეხბურთელის შვილებს საკუთარივით ზრდიდა და არაერთხელ უსაუბრია იმ ძლიერი ოჯახური კავშირის შესახებ, რომლის შექმნაც მათ ერთად შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი 11 აგვისტოს დაქორწინდნენ. ცერემონია წყვილის სასახლეში, კაშკაიშში გაიმართა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

