LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ „იშუშებს იარებს“ კრიშტიანო რონალდო – ჯორჯინა როდრიგესი მოგზაურობიდან ფოტოებს ავრცელებს

106
page

პორტუგალიის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდო მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად ტროპიკულ კუნძულებზე ისვენებს. ფეხბურთელის რჩეულმა, ჯორჯინა როდრიგესმა სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველი ფოტოები გაავრცელა, სადაც წყვილი შვილებთან ერთად ატარებს დროს.

41 წლის რონალდოსთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ეს მისი ბოლო ტურნირი იყო პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ექვსჯერ ითამაშა, თუმცა კარიერის განმავლობაში ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტიტულის, მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ რჩება.

41 წლის კრიშტიანო და 32 წლის ჯორჯინა ოთხ შვილს ზრდიან. მსოფლიო ჩემპიონატზე მტკივნეული მარცხისა და ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი ახლა მთელ დროს ოჯახთან ერთად ატარებს და ახალი სეზონისთვის ემზადება. როგორც ცნობილია წყვილი მალე დაქორწინებას გეგმავს.

როდრიგესი-რონალდოს ოჯახური განცხრომა ეგზოტიკურ კუნძულზე და მზადება გრანდიოზული ქორწილისთვის

„მე უკეთ გამოვიყურები, ვიდრე დევიდ ბექჰემი“ – კრიშტიანო რონალდოს ინტერვიუ, რომელმაც მედია მოიცვა

„ჯორჯიანას ბეჭედი არ აინტერესებდა“ – კრიშტიანო რონალდო ხელის თხოვნის დეტალებს იხსენებს და ქორწილის გეგმებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები