ჯორჯიანა როდრიგესმა „ინსტაგრამზე“ ეგზოტიკურ კუნძულზე ოჯახური დასვენების კადრები, ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა. წყვილს, რომელიც სულ ცოტა ხანში დაქორწინებას გეგმავს, ხუთივე შვილი ახლდა თან.
ცნობისთვის, წყვილის გრანდიოზული ქორწილის გეგმები ცნობილია. მათ ქორწილის ადგილი უკვე შეარჩიეს. წყვილი, რომელიც მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, გასული წლის ზაფხულში დაინიშნა, მიმდინარე ზაფხულს, ფეხბურთელის მშობლიურ კუნძულ, მადეირაზე, ქრისტიანულ ტაძარში შეუღლდება. ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაიმართება.
კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯიანა როდრიგესის გრანდიოზული ქორწილის გეგმები ცნობილია