გამოცემა Vogue-მ კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწილიდან ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ნეფე-პატარძალს ქორწილში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი „გუჩის“ კოსტიუმები ეცვათ.
„ამ განსაკუთრებული მომენტისთვის, ჯორჯინას და კრიშტიანუს შემოსვა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან ვიცი, რომ მათი სიყვარულის ისტორია მადრიდის გუჩის მაღაზიაში დაიწყო“, – განაცხადა დემნამ გამოცემასთან ინტერვიუში.
კრიშტიანო რონალდო დაქორწინების შემდეგ „გაჟღალდა“ – ფეხბურთელი ფოტოებს ავრცელებს
ქორწილია, ქორწილი! – კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს
ცნობისთვის, წყვილმა 11 აგვისტოს, რონალდოს მშობლიურ პორტუგალიაში იქორწინა. სიმბოლურია თარიღიც, რადგან ფეხბურთელმა რჩეული „გუჩის“ მაღაზიაში სწორედ 2016 წლის 11 აგვისტოს გაიცნო.
წყვილის ქორწილი ოჯახურ გარემოში გაიმართა, მას მხოლოდ მათი შვილები დაესწრნენ.