11 აგვისტოს, კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა, თითქმის ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს. გამოცემა Vogue-მ კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწილიდან ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ნეფე-პატარძალს ქორწილში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი „გუჩის“ კოსტიუმები ეცვათ.
კრიშტიანომ და ჯორჯინამ ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც მათი ქონების განაწილების წესებს განსაზღვრავს. დოკუმენტის ასლი მოგვიანებით პორტუგალიურმა გამოცემა Jornal de Notícias-მა გაავრცელა.
ხელშეკრულების მთავარი პირობა ქონების განცალკევებაა. თუკი წყვილი დაშორდება, ქორწინების პერიოდში დაგროვილი ქონება 50/50-ზე არ გაიყოფა.
თითოეული მათგანი შეინარჩუნებს იმ ქონებას, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული. საერთო საკუთრებად კი მხოლოდ ის აქტივები ჩაითვლება, რომლებიც ორივეს სახელზეა რეგისტრირებული.
ხელშეკრულება ჯორჯინას ფინანსურ მომავალსაც ითვალისწინებს. მათი დაშორების შემთხვევაში ჯორჯინა, სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად დაახლოებით 99 000 ევროს მიიღებს. ასევე ირკვევა, რომ მადრიდის პრესტიჟულ რაიონში მდებარე, 5 მილიონი ევროს ღირებულების სახლი უკვე ჯორჯინას როდრიგესის სახელზეა გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის ქონება დაახლოებით 1 მილიარდ ევროდაა შეფასებული.
ქორწილია, ქორწილი! – კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს
ცნობისთვის, რონალდოსა და ჯორჯინას ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ, რვა წლის ალანა და ოთხი წლის ბელა. გარდა ამისა, ისინი ფეხბურთელის სამ შვილს ერთად ზრდიან, კრიშტიანო რონალდო უმცროსსა და ცხრა წლის ტყუპებს, ევასა და მატეოს. ტყუპები სუროგატი დედის დახმარებით დაიბადნენ.

