LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონმა პარიზში 29 წლის წინანდელი საკულტო მოდური მომენტი გაიმეორა

1573
photo-collage.png

სელინ დიონის მასშტაბური კონცერტების სერია პარიზში, რომლითაც მსოფლიო პოპ-დივა სცენაზე 12 სექტემბერს 6-წლიანი პაუზის შემდეგ ტრიუმფალურად დაბრუნდა, დასასრულს უახლოვდება.

ამ დღეებში გამართული მორიგი შოუ საკულტო არტისტმა გრანდიოზულად გახსნა.

მომღერალი პუბლიკის წინაშე მოდის სახლ – ,,შანელის” ექსკლუზიური მაღალი მოდის კაბით წარდგა, რომლითაც მისივე ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ისტორიული მოდური მომენტი გააცოცხლა.

აღსანიშნავია, რომ ლუქი ლეგენდარული შემსრულებლის იმ სამოსის პირდაპირ ომაჟს წარმოადგენდა, რომელიც მას 1997 წელს, „ოსკარების“ 69-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ეცვა. კაბის დიზაინი სპეციალურად სელინ დიონისთვის, მეთიუ ბლაზიმ შექმნა.

ექსკლუზიური სამოსი მთლიანად ხელით შეიქმნა პარიზში, 31 Rue Cambon-ში მდებარე ლეგენდარულ ატელიეში. კაბის დახვეწილ დეტალებსა და განსაკუთრებულ ქარგვაზე მოდის სახლ – Atelier Montex-მა იზრუნა, ხოლო სპეციალურად ამ საღამოსთვის განკუთვნილი შავი ატლასის ფეხსაცმელი ცნობილმა ბრენდმა – Massaro-მ დაამზადა – ორივე მათგანი le19M-ის რეზიდენტი სახელოსნოა.

ვიზუალის სრულყოფისთვის, სელინ დიონს ეკეთა ბრილიანტებით გაწყობილი ყელსაბამი COMÈTE, რომელიც შთაგონებულია გაბრიელ შანელის მიერ 1932 წელს შექმნილი ერთადერთი და პირველი საიუველირო კოლექციით.

ამ გამოსვლით სელინ დიონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მუსიკასთან ერთად, ის მაღალი მოდის მარადიული სახეა.

ცნობისთვის, სელინ დიონი მიმდინარე წლის დასკვნით პერფორმანსებს პარიზში, 16 და 17 ოქტომბერს გამართავს, მომავალი წლის გაზაფხულზე კი იმავე ვენიუზე, 10 კონცერტით წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები