სელინ დიონმა ახალი ფრანგულენოვანი სინგლი – Bonjour, Pardon, Merci გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ სათაურის თითოეული სიტყვა ემოციურ დატვირთვას ატარებს: ,,გამარჯობა” — ახალ მუსიკას, ,,ბოდიში” — პაუზასა და სირთულეებს, ხოლო ,,მადლობა” — თაყვანისმცემლების უსაზღვრო მხარდაჭერასა და ერთგულებას უკავშირდება.
სიმღერა არტისტის რიგით მეორე ფრანგულენოვანი სინგლია, რომელიც მან წელს, ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ წარადგინა.
არტისტი ამჟამად ემზადება მასშტაბური საკონცერტო რეზიდენციისთვის Paris La Défense Arena-ზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში, შემოდგომაზეა დაგეგმილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კონცერტების სერიით იმავე ვენიუზე მომღერალი მომავალ წელსაც იმღერებს.
უპრეცედენტო მოთხოვნის გამო სელინ დიონი კონცერტებს მომავალ წელსაც გამართავს
ინსაიდერის ინფორმაციით, სელინ დიონი წლის ბოლომდე ახალ, სრულ ფრანგულენოვან ალბომს გამოუშვებს.