LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა საკულტო ჰიტების – Beauty and the Beast და A Whole New World შემსრულებელი, პიბო ბრაისონი

120
photo-collage.png (8)

75 წლის ასაკში ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და კომპოზიტორი, პიბო ბრაისონი გარდაიცვალა.

,,გრემის” ორგზის ლაურეატი არტისტის გარდაცვალების მიზეზი ინსულტის გართულებები გახდა, რომელიც მან უქმეებზე გადაიტანა.

ბრაისონი 2 ივნისს მშვიდად, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, პიბო ბრაისონი ყველაზე მეტად ცნობილია Disney-ს კლასიკური ანიმაციების – ,,მზეთუნახავი და ურჩხული” და ,,ალადინი” საუნდტრეკებით. მულტფილმებისთვის მუსიკოსმა სელინ დიონთან ერთად Beauty and the Beast, ხოლო რეჯინა ბელთან ერთად A Whole New World ჩაწერა, რომლებიც საკულტო ჰიტებადაა აღირებული. სწორედ ამ მუსიკალური თემებისთვის დაიმსახურა მან ორი ,,გრემი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები