სელინ დიონმა უპრეცედენტო მოთხოვნის გამო საფრანგეთში, Paris La Défense Arena-ზე მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ კონცერტების სერიას, კიდევ 6 თარიღი დაამატა.
ცნობილი გახდა, რომ შემსრულებელი იმავე ვენიუზე მსმენელის წინაშე მომავალ წელსაც წარდგება. დამატებითი შოუები 2027 წლის 8 მაისიდან 29 მაისამდე გაიმართება.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, საკულტო არტისტის პარიზული რეზიდენცია ჯამში 26 კონცერტს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ მომავალი კონცერტების სერიით სელინ დიონი სცენაზე, 2022 წლის შემდეგ დაბრუნდება. ცნობილი ფაქტია, რომ 2022 წლის შემოდგომაზე მუსიკოსს იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადების – გაშეშებული ადამიანის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იძულებული გახდა დაგეგმილი მსოფლიო ტურნე გაეუქმებინა.