LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „მზად ვარ ამისთვის, მე ძლიერი ვარ!“ – ლეგენდარული სელინ დიონი დაბრუნდა – ცნობილია კონცერტების თარიღები

157
Untitled design (8)

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ლეგენდარული არტისტის, სელინ დიონის სცენაზე დაბრუნების შესახებ, დადასტურდა.

სელინ დიონი სცენაზე ბრუნდება – არტისტი კონცერტებს პარიზში გამართავს

58 წლის მომღერალი აცხადებს, რომ კვლავ მზად არის მაყურებლის წინაშე გამოსასვლელად. ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი სიახლე საკუთარ დაბადების დღეზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ დაბრუნება „მისი ცხოვრების საუკეთესო საჩუქარია“. ვიდეომიმართვაში დიონმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ მდგომარეობაზე და ემოციებზე.

„მე ნამდვილად მზად ვარ ამისთვის. თავს კარგად ვგრძნობ, ძლიერი ვარ, აღფრთოვანებული ვარ და, რა თქმა უნდა, ცოტათი ვნერვიულობ კიდეც. ძალიან კარგად ვარ, ვაკონტროლებ ჯანმრთელობას, კვლავ ვმღერი და ცოტას ვცეკვავ კიდეც“, -განაცხადა მან.

მომღერალმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, მხარდაჭერას, სიკეთესა და სიყვარულს. ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“.

რაც შეეხება თარიღებს, სელინ დიონის კონცერტების სერია Paris La Défense Arena-ზე, 12 სექტემბრიდან, 2 ოქტომბრამდე გაიმართება.

„სიყვარული, ოჯახი და მადლიერება ყველაზე ძლიერია“ – სელინ დიონის ემოციური მიმართვა მძიმე დიაგნოზის ფონზე

ცნობისთვის, ეს იქნება მისი პირველი სრულმასშტაბიანი გამოსვლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მომღერალს „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ (SPS) დიაგნოზი დაუსვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები