LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარ თავს ასე რომ უვლის, შვილს მიხედოს“ – ჯეი ლოს უახლესი გამოჩენა შვილთან ერთად

13301
page

ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება თავისი შესანიშნავი ფიზიკური ფორმით. პოპვარსკვლავი სანტა-მონიკაში, სპორტდარბაზში ვარჯიშზე მიმავალი შენიშნეს. 57 წლის ლოპესს დაბალწელიანი, შინდისფერი სპორტული ტოპი და ლეგინსები ეცვა. აქსესუარებიდან განსაკუთრებული ყურადღება „ბოტეგა ვენეტას“ ტყავის ჩანთამ მიიპყრო, რომლის ღირებულებაც 4 000 დოლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ჯეი ლოს 18 წლის შვილი ემმა ახლდა, რომელმაც მიმდინარე წელს გენდერული იდენტობა და სახელი შეიცვალა. ახლა ის ოსკარია.

აღნიშნული საკითხი უკვე არაერთხელ გახდა კრიტიკის საგამი. ჯეი ლოს ურჩევენ, შვილს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. გარდა ამისა, გარჩევის თემაა ემმას ჩაცმულობაც.

„საკუთარ თავს ასე რომ უვლის, შვილს მიხედოს“, „ვის ჰგავს ეს ბავშვი“, – უწერენ ჯეი ლოს.

„ბოლოს და ბოლოს ბიჭები თუ გოგონები?“ – ჯეი ლომ თავისი და ბენ აფლეკის შვილი არიანა გრანდეს კონცერტზე წაიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები