ჯენიფერ ლოპესი პოპ-ვარსკვლავის, არიანა გრანდეს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო. მომღერალს თან ახლდნენ მისი 18 წლის შვილი ემმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და ოსკარი დაირქვა და ასევე, ბენ აფლეკის 17 წლის შვილი, ფინი.
ღონისძიებაზე თინეიჯერები განსაკუთრებულად მხიარულ განწყობაზე იმყოფებოდნენ.
ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილმა სახელი შეიცვალა და ოსკარი გახდა
ლოპესმა საღამოსთვის მონოქრომული კრემისფერი სამოსი შეარჩია, თავისუფალი სტილის გრძელმკლავიანი მოკლე ზედა და მაღალწელიანი შორტები, რომელსაც ღია ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ სახელი წლების წინ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ქალიშვლმა, სერაფინმაც შეიცვალა და მას ფინად მოიხსენიებენ.
ოსკარისა და ფინის ახალმა ფოტომ მედიაში უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„შეხედეთ ფინის ფეხებს“, „ბოლოს და ბოლოს ბიჭები თუ გოგონები?“, „ორი ერთნაირი“, „ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია“…

