ბენ აფლეკმა ყოფილ მეუღლეზე, ჯენიფერ ლოპესზე იშვიათი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის მიმართ როგორც ხელოვანის მიმართ უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას განიცდის.
ბენ აფლეკმა პირად ცხოვრებაზე იშვიათი კომენტარი გააკეთა
54 წლის მსახიობს, რომელიც ლოპესის ფილმის, „ქალი ობობას კოცნა“ პროდიუსერი იყო, გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში ჰკითხეს, რატომ რჩება მისი ყოფილი მეუღლის ნიჭი ჰოლივუდში სათანადოდ დაუფასებელი.
„მიკერძოებული ვარ. უზარმაზარ პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ იმის მიმართ, რისი გაკეთებაც მას შეუძლია“, – განაცხადა აფლეკმა.
მსახიობმა ასევე ისაუბრა კინოინდუსტრიაში ჯილდოებსა და აღიარებაზე და აღნიშნა, რომ კომერციული წარმატება ყოველთვის არ ემთხვევა მის პირად გემოვნებას.
„რაც ჯილდოებს შეეხება, ზოგჯერ ფილმის კომერციული წარმატება სულაც არ შეესაბამება იმას, რაც მე მომწონს. ეს ამ უცნაური, სუბიექტური ბიზნესის ნაწილია, სადაც ადამიანები საკუთარ შეხედულებებსა და გამოცდილებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ“, – თქვა მან.
ინტერვიუში აფლეკმა ასევე ისაუბრა ლოპესზე, თავის პირველ ყოფილ მეუღლეზე, ჯენიფერ გარნერზე და იმაზე, თუ როგორ იქცნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთგვარ ბრენდებად.
მისი თქმით, სოციალური მედიის ეპოქაში ვარსკვლავებს საკუთარი იმიჯისა და ბრენდის შექმნაც უწევთ.
„ახლა უკვე გაქვს შენი სოციალური მედიის იდენტობა. მის განვითარებაზე მუშაობ. მინახავს, როგორ შესანიშნავად შეძლეს როგორც ჯენიფერ ლოპესმა, ისე ჯენიფერ გარნერმა ამ სივრცეში საკუთარი ღირებულების შექმნა და გაზრდა. არ იფიქროთ, რომ ეს რეალური შრომა არ არის“, – განაცხადა აფლეკმა.
ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინებაზე განაცხადი 2024 წლის აგვისტოში შეიტანეს, მათი ქორწინებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ. ყოფილი წყვილი განქორწინების საკითხზე საბოლოოდ 2025 წლის იანვარში შეთანხმდა.
„შეყრა, გაყრის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭირეს

