ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შემდეგ პირად ცხოვრებაზე იშვიათი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ახალი ურთიერთობის ძიება მისი პრიორიტეტი არ არის.
54 წლის მსახიობმა პირად ცხოვრებაზე Entertainment Tonight-თან ისაუბრა ლოს-ანჯელესში, მისი ახალი ფილმის, Animals-ის გრანდიოზულ პრემიერაზე.
როდესაც ჟურნალისტმა აფლეკს ახალი ურთიერთობების შესახებ ჰკითხა, „ოსკარის“ მფლობელმა მსახიობმა მას გულწრფელად უპასუხა.
„ამისთვის დრო არ მრჩება. ეს უბრალოდ არ არის ჩემთვის პრიორიტეტი“, – განაცხადა მსახიობმა.
აფლეკმა ასევე აღნიშნა, რომ მარტო ყოფნით სრულად კმაყოფილია და თავს კარგად და ბედნიერად გრძნობს. მისი თქმით, ახლა ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი საკითხები აქვს.
„ვიცი, რა არის ჩემი პრიორიტეტები. ცხოვრებაში ვერ გექნება ორი რამ, რომელიც ერთდროულად ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.
მსახიობის თქმით, მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე შვილები დგანან, შემდეგ კი კარიერა, რომელიც მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე ახლა იქ ვარ, სადაც ვარ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ვინ იცის, რა თავგადასავლებს მომიტანს ცხოვრება. ამისთვის ღია ვარ, მაგრამ არაფრის ძალით ძიებას არ ვცდილობ“, – დასძინა მან.
„შეყრა, გაყრის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭირეს
შეგახსენებთ, აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ურთიერთობა წლების განმავლობაში ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე განხილულ რომანად რჩებოდა. წყვილმა 2000-იანი წლების დასაწყისში დაწყებული სიყვარულის ისტორია მრავალი წლის შემდეგ განაახლა და 2022 წელს დაქორწინდა. თუმცა მათი ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
„ბენიფერი“ ბრუნდება? – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ გავრცელებული ცნობები მსოფლიო მედიას იპყრობს
გამოსამშვიდობებელი საჩუქარი თუ „ბენიფერის“ რენესანსი? – ბენ აფლეკმა ჯეი ლოს ვილა აჩუქა


