TMZ-ის ცნობით, 53 წლის მსახიობმა ბენ აფლეკმა, ყოფილ მეუღლეს, ჯეი ლოს ბევერლი-ჰილზის უზარმაზარი მამული აჩუქა.
60,85 მილიონი დოლარის ღირებულების მამული წყვილმა 2023 წლის მაისში შეიძინა. საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებულია 12 საძინებელი, 24 სააბაზანო, ლიფტი, სპორტული კომპლექსი, ბოქსის რინგი და საკალათბურთო მოედანი.
2025 წლის დასაწყისში განქორწინების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მათ სახლი გასაყიდად გამოიტანეს. ამ დროის განმავლობაში მისმა ღირებულებამ 52 მილიონიდან, 68 მილიონამდე მოიმატა.
ახლა მხოლოდ ერთი შეკითხვა ჟღერს, რას ნიშნავს ბენის ჟესტი, ეს მხოლოდ გამოსამშვიდობებელი საჩუქარია თუ „ბენიფერის“ რენესანსი.
„ბენიფერის რენესანსი“ – სხეულის ენა არასდროს ტყუის – უახლესი ამბები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ
„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა
