LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეყრა, გაყრის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭირეს

241
page

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შესაძლოა ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარნენ. ყოფილი მეუღლეები ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ საოფისე შენობაში, ერთსა და იმავე დროს დააფიქსირეს.

„ბენიფერი“ ბრუნდება? – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ გავრცელებული ცნობები მსოფლიო მედიას იპყრობს

ორივე მათგანი დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე საოფისე კომპლექსიდან გამოვიდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი შენობაში ერთად და შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს.

ფოტოგრაფების ყურადღება ერთმა დეტალმაც მიიპყრო, როდესაც ჯენიფერი შენობასთან მივიდა, იქვე, თვალსაჩინო ადგილას, ბენის იისფერი Cadillac იყო გაჩერებული. შესაბამისად, ლოპესს მანქანა მარტივად შეეძლო შეემჩნია.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბენიფერი“ ერთმანეთს ფარულად ხვდება.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2022 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილმა განქორწინების პროცესი 2024 წელს დაასრულა.

ბენ აფლეკმა დაბადების დღე ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად გაატარა – პაპარაცული ფოტოები

„ზოგჯერ ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც საჭიროა“ – ჯეი ლო ბენ აფლეკს ადანაშაულებს? – 56 წლის ვარსკვლავის ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები