ბენ აფლეკთან გახმაურებული განქორწინების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესმა ცხოვრების გადაფასება გადაწყვიტა. მომღერალმა და მსახიობმა SmartLess-ის პოდკასტში სტუმრობისას გულწრფელად ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელსაც თავად „გარდამტეხ მომენტს“ უწოდებს.
56 წლის ვარსკვლავის თქმით, რამდენიმე წლის წინ მან ტურნე გააუქმა და საკუთარ თავთან დარჩენა არჩია, რათა გაერკვია, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში.
„ჩემი განქორწინების შემდეგ უბრალოდ დავჯექი. ტურნე გავაუქმე და საკუთარ თავს ვკითხე, რა ხდება შენს თავს? დაივიწყე ყველა დანარჩენი. გარკვეულწილად, აქ დასადანაშაულებელი არავინაა შენს გარდა.
მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება ჩემს თვალწინ დაინგრა. შესაძლოა, სხვებისთვის ეს აშკარა არ იყო, მაგრამ მე ასე ვგრძნობდი“, – განაცხადა ლოპესმა.
მან ისიც აღნიშნა, რომ ზოგჯერ ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც საჭიროა და ცხადია, ბენ აფლეკი იგულისხმა.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად 2002 წელს დაინიშნნენ, თუმცა 2004 წელს დაშორდნენ. წყვილი 2021 წელს კვლავ გაერთიანდა და 2022 წელს დაქორწინდა, თუმცა მათი ურთიერთობა საბოლოოდ 2024 წელს დასრულდა.
გამოსამშვიდობებელი საჩუქარი თუ „ბენიფერის“ რენესანსი? – ბენ აფლეკმა ჯეი ლოს ვილა აჩუქა
სიყვარული არსად წასულა! – „ბენიფერის“ დიდი დაბრუნება – ჯეი ლო და ბენ აფლეკი წითელ ხალიჩაზე
„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა


