ლეგენდარული მომღერალი, სელინ დიონი Harper’s BAZAAR-ის სპეციალური გამოცემის – „აიქონების“ ნომრის მთავარი სახე გახდა.
პუბლიკაცია საკულტო არტისტის განვლილ გზასა და კულტურულ გავლენას ეძღვნება. მასში საუბარია მუსიკალურ ინდუსტრიაში მუსიკოსის მიღწევებსა და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად ჩამოყალიბებაზე. ასევე, განსაკუთრებულ როლზე კანადელების, LGBTQ+ საზოგადოებისა და მუსიკის მოყვარულთა ცხოვრებაში.
ჟურნალის ახალ ნომერში დიონმა იმ სირთულეების გადალახვაზეც ისაუბრა, რომელთა წინაშეც ბოლო წლებში აღმოჩნდა.
ინტერვიუში 58 წლის ვარსკვლავი გულახდილად მიმოიხილავს თავის შემოქმედებით აღმავლობას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებთან ბრძოლის ფონზე და ხსნის, თუ რატომაა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ „შოუ გაგრძელდეს“.
შეგახსენებთ, რომ თითქმის 4 წლის შემდეგ, სელინ დიონი სცენაზე სოლო კონცერტების სერიით დაბრუნდება. ამასთან, წლის ბოლომდე ახალ, სრულ ფრანგულენოვან ალბომს გამოუშვებს.
უპრეცედენტო მოთხოვნის გამო სელინ დიონი კონცერტებს მომავალ წელსაც გამართავს
,,გამარჯობა, ბოდიში, მადლობა” – სელინ დიონმა ახალი სიმღერა გამოუშვა