როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვეტერანი, 76 წლის რიჩარდ გირი და ახალგაზრდა მსახიობი, დიანა სილვერსი ახალ ფილმში, Asymmetry, მთავარ როლებს ასრულებენ. ფილმის გადაღებები ამ ზაფხულს, ნიუ-იორკში დაიწყო და გადასაღები მოედნიდან გავრცელებულმა ფოტოებმა უკვე დიდი ინტერესი და აჟიოტაჟიც კი გამოიწვია.
ფილმის „ქასთის“ შესახებ უკვე არაერთი კრიტიკული კომენტარი დაიწერა. საზოგადოების აზრით, მთავარ გმირებს შორის დიდი, 48 წლიანი ასაკობრივი სხვაობა ზედმეტად თვალსაჩინოა და „ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებიან“.
თუმცა ცხადია, საზოგადოების მეორე მხარეს დგანან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როცა საქმე ჭეშმარიტ გრძნობებს ეხება.
ცნობისთვის, ფილმი დაფუძნებულია ლიზა ჰოლიდეის ამავე სახელწოდების ცნობილ რომანზე, ეკრანზე მისი ადაპტაცია კი ოსკაროსან რეჟისორს, ედვარდ ცვიკს ეკუთვნის.
სიუჟეტის ცენტრშია რედაქტორის ახალგაზრდა ასისტენტი, რომელიც შემთხვევით ცნობილ მწერალს ხვდება. ერთი შეხედვით მოულოდნელი შეხვედრა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და მათ შორის რთული და კომპლექსური საიდუმლო ურთიერთობა იწყება.