რიჩარდ გირი ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, რათა 4 ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ნიუ-იორკში აღენიშნა.
შაბათს, გირის მეუღლემ, ალეხანდრა სილვამ სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოები გააზიარა. კადრებში ისინი ნიუ-იორკში, თავისუფლების ქანდაკების ფონზე ნავში პოზირებენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებიან.
ფოტოებში წყვილი ორ უმცროს ვაჟთან, 7 წლის ალექსანდერთან და 6 წლის ჯეიმსთან ერთად არიან აღბეჭდილნი.
ცნობისთვის, 2024 წელს 76 წლის რიჩარდ გირმა განაცხადა, რომ ოჯახთან ერთად ესპანეთში გადასვლას გეგმავდა, რომელიც მისი მეუღლის სამშობლოა.
შეგახსენებთ, რიჩარდ გირი და ალეხანდრა სილვა 2014 წლიდან ერთად არიან, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
ფოტო: სიყვარული ყველა მიხრა-მოხრაში – 76 წლის რიჩარდ გირი 34 წლით უმცროსი მეუღლით აღფრთოვანებულია
75 წლის რიჩარდ გირი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მადრიდის 12 მილიონიან სახლში გადავიდა