სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი რენდი გერბერი, 27 წლის ვაჟის, პრესლი გერბერის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდნენ საზოგადოებაში. წყვილი მალიბუს სანაპიროზე ხელიხელჩაკიდებული სეირნობისას გადაიღეს.
სინდი და რენდი თეთრ ზედებში იყვნენ გამოწყობილნი. 60 წლის მოდელს შავი ლეგინსი ეცვა, მის მეუღლეს კი შავი შორტი.
მათი გამოჩენა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან ოჯახი უმძიმეს დანაკარგს განიცდის. პრესლის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ისინი ამ უკიდურესად რთულ და მტკივნეულ პერიოდში პირადი სივრცის დაცვას ითხოვენ.
სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, ჰოლივუდს ტოვებენ