რიჩარდ გირი და დიანა სილვერსი ნიუ-იორკში, ფილმ Asymmetry-ის გადაღებებზე დააფიქსირეს.
ლეგენდარული 76 წლის მსახიობი ახალ რომანტიკულ დრამაში იღებს მონაწილეობას, რომლის მიმართაც საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით დიდია.
ფილმი დაფუძნებულია ლიზა ჰოლიდეის ამავე სახელწოდების ცნობილ რომანს, ეკრანზე მისი ადაპტაცია კი ოსკაროსან რეჟისორს, ედვარდ ცვიკს ეკუთვნის.
სიუჟეტის ცენტრშია რედაქტორის ახალგაზრდა ასისტენტია, რომელიც შემთხვევით ცნობილ მწერალს ხვდება. ერთი შეხედვით მოულოდნელი შეხვედრა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და მათ შორის რთული და კომპლექსური საიდუმლო ურთიერთობა იწყება.