LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილია, ქორწილი! – კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს

205
page

კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა, თითქმის ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს. წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც საქორწინო ბეჭდები ჩანს, წარწერად კი მათი ინიციალებია, – „CG“.

როგორ „იშუშებს იარებს“ კრიშტიანო რონალდო – ჯორჯინა როდრიგესი მოგზაურობიდან ფოტოებს ავრცელებს

პოსტმა გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ერთ საათში თითქმის 6 მილიონი მოწონება დააგროვა. კომენტარებში გულშემატკივრები წყვილს ქორწინებას ულოცავენ და ახალ სტატუსში ბედნიერებას უსურვებენ.

ქორწილის ზუსტი თარიღი და ადგილი ბოლო მომენტამდე უცნობი იყო. მედიის ინფორმაციით, ცერემონია 8 აგვისტოს რონალდოს სამშობლოში, მადეირაზე, „ფუნშალის საკათედრო ტაძარში“ გაიმართა.

ცნობისთვის, რონალდოსა და ჯორჯინას ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ, რვა წლის ალანა და ოთხი წლის ბელა. გარდა ამისა, ისინი ფეხბურთელის სამ შვილს ერთად ზრდიან, კრიშტიანო რონალდო უმცროსსა და ცხრა წლის ტყუპებს, ევასა და მატეოს. ტყუპები სუროგატი დედის დახმარებით დაიბადნენ.

როდრიგესი-რონალდოს ოჯახური განცხრომა ეგზოტიკურ კუნძულზე და მზადება გრანდიოზული ქორწილისთვის

„ჯორჯიანას ბეჭედი არ აინტერესებდა“ – კრიშტიანო რონალდო ხელის თხოვნის დეტალებს იხსენებს და ქორწილის გეგმებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები