LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაუმკლავდა სანდრა ბულოკი საყვარელი მამაკაცის გარდაცვალებას

133
page

61 წლის სანდრა ბულოკი პირად, მძიმე დანაკარგს შვილებთან ერთად გაუმკლავდა. მისი პარტნიორის, ბრაიან რენდალის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც, მსახიობის ცხოვრება ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

პირველი წითელი ხალიჩა 4 წლის შემდეგ – სანდრა ბულოკი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

გამოცემა People-თან საუბარში მსახიობთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ ბულოკმა დიდი დრო დაუთმო საკუთარი თავისა და ოჯახის რეაბილიტაციას.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბრაიანთან ერთად გამოიარა, მას დრო სჭირდებოდა საკუთარი თავისთვის“, – განაცხადა წყარომ.

წყაროს თქმით, მსახიობი ძირითადად სახლში იმყოფებოდა, შვილებთან ერთად ატარებდა დროს და ცდილობდა ემოციურად გაძლიერებას, სანამ სამსახურში დაბრუნებას გადაწყვეტდა.

ცნობისთვის, ბრაიან რენდალი 2023 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა, ის სამი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას, „ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს“ (ALS).

წყვილი პირველად 2015 წელს, ბულოკის შვილის დაბადების დღეზე შეხვდა ერთმანეთს, მათ მალევე დაიწყეს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებდნენ, ბულოკი ხშირად უსვამდა ხაზს რენდალის როლს ოჯახში, მისი შვილების აღზრდის პროცესში.

2021 წელს, გადაცემაში Red Table Talk სტუმრობისას, მსახიობმა განაცხადა: „მე ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე. ჩვენ გვყავს ორი მშვენიერი შვილი, ეს საუკეთესო რამაა.“

რენდალის გარდაცვალების შემდეგ სანდრა პრაქტიკულად სულ რამდენჯერმე გადაიღეს. რამდენიმე დღის წინ კი ის წითელ ხალიჩაზე 4 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა.

სანდრას მხარს ნიკოლ კიდმანი უმშვენებდა. ისინი ახალი ფილმის, „პრაქტიკული მაგია 2“– ის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ, რომელიც ორიგინალური ნაწილის გამოსვლიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ ბრუნდება ეკრანებზე. ფილმის პრემიერა 2026 წლის 11 სექტემბერს არის დაგეგმილი.

პირველი ვიდეო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ – 61 წლის სანდრა ბულოკისა და მისი ქალიშვილის იშვიათი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები