61 წლის სანდრა ბულოკი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. მსახიობი 4 წლის შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა.
სანდრას მხარს ნიკოლ კიდმანი უმშვენებდა. ისინი ახალი ფილმის, „პრაქტიკული მაგია 2“– ის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ, რომელიც ორიგინალური ნაწილის გამოსვლიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ ბრუნდება ეკრანებზე.
ღონისძიებისთვის სანდრამ Gabriela Hearst-ის წითელი ორეული აირჩია და შესანიშნავადაც გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, ფილმი „პრაქტიკული მაგია“ 1998 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა საკულტო სტატუსი, მისი ახალი ნაწილის პრემიერა კი 2026 წლის 11 სექტემბერს არის დაგეგმილი.
„პრაქტიკული მაგია“ ბრუნდება – ჯადოქარი დების შეხვედრა 27 წლის შემდეგ
„ცრემლების გარეშე ვერ უყურებდით“ – სანდრა ბულოკისა და კიანუ რუვზის შეხვედრა