59 წლის ნიკოლ კიდმანი ისლანდიაში მოგზაურობს. ჰოლივუდის ვარსკვლავი ქვეყანას საკრუიზო ლაინერით სტუმრობს, მას თან უმცროსი და, 56 წლის ანტონია კიდმანიც ახლავს.
მსახიობმა მოგზაურობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა. კადრებში ნიკოლი შთამბეჭდავი ხედების ფონზე პოზირებს.
„ულამაზესი ქვეყანა, ეს ცხოვრების მოგზაურობაა. მადლობა იმისთვის, რომ ასე თბილად მიიღეთ ჩემი ოჯახი და სტუმრები. გვიყვარხარ, ისლანდია!“, – დაწერა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რამდებიმე თვის წინ კიდმანი მეორე მეუღლეს, მუსიკოს, კიტ ურბანს, 19-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ნიკოლი კერძო საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელს, მაიკლ რეინსტეინს ხვდება.
ახალი სიყვარულით გაბრწყინებული ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანის რეაქცია მისი ექს-მეუღლის რომანზე
ნიკოლ კიდმანის დებიუტი მუსიკალურ კლიპში – ტროი სივანმა ახალი ალბომი დააანონსა

