LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქალს გემოვნება მუდამ აკლდა, მაგრამ ეს უკვე აღარაფერში ჯდება!“ – ნიკოლ კიდმანი მაიკლ რეინსტეინთან ერთად გამოიჭირეს

378
page

ოსკაროსანი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი იტალიის ქალაქ, პორტოფინოში მდებარე სასტუმროსთან კერძო საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელ, მაიკლ რეინსტეინთან ერთად შენიშნეს.

კადრებში ჩანს, რომ კიდმანი და ბიზნესმენი ერთმანეთს საოცრად თბილად ესაუბრებოდნენ. მაიკლი დამშვიდობებისას ფანჯრის მოაჯირისკენ გადაიხარა და სავარაუდოდ ნიკოლს აკოცა.

აღსანიშნავია, რომ კიტ ურბანთან განქორწინების შემდეგ, კიდმანის შესაძლო რომანების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა, თუმცა მსახიობი არავისთან გადაუღიათ. აღნიშნული კადრებით კი თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიკოლს მაიკლ რეინსტეინთან რომანი აქვს.

„ამ ქალს გემოვნება მუდამ აკლდა, მაგრამ ეს უკვე აღარაფერში ჯდება!“, „ეს ვინღაა?“, „სად მოძებნა?“, – ასე აფასებენ მსახიობს არჩევანს მედიაში.

ცნობისთვის, მაიკლ რეინსტეინი ლოს-ანჯელესში დაიბადა. 2013 წელს მან დააარსა გლობალური კერძო საინვესტიციო კომპანია Regent, რომლის თავმჯდომარე და მთავარი საინვესტიციო დირექტორია. გარდა ამისა, ის აშშ-ის სატელევიზიო ქსელ, USN-ის თანადამფუძნებელიცაა.

კიტმა კი არ უღალატა, ნიკოლმა გააბა რომანი – ნიკოლ კიდმანის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება – ვინ არის მსახიობის ახალი რჩეული

აქ რა ხდება? – ნიკოლ კიდმანისა და საიმონ ბეიკერის ურთიერთობა განხილვის მთავარი თემა გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები