ნიკოლ კიდმანი ბრიტანული Vogue-ის აგვისტოს მთავარი გმირია. გარდა მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ფოტოსესიისა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ვრცელმა ინტერვიუმ მიიპყრო.
59 წლის მსახიობი იხსენებს, რამდენად ახალგაზრდა იყო, როდესაც ტომ კრუზზე დაქორწინდა. მისი თქმით, მაშინ ეს გადაწყვეტილება მისთვის არც უცნაური ყოფილა და არც განსაკუთრებულად რთული. ისინი უბრალოდ ძალიან იყვნენ შეყვარებულები.
„ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი. 22 წლის ვიყავი და გვერდით მყავდა ეს უზარმაზარი კინოვარსკვლავი ქმარი. მაგრამ ეს ყველაფერი სრულად ბუნებრივად მეჩვენებოდა.“
კიდმანის თქმით, მაშინ უკვე ესმოდა, რომ ქორწინებას შესაძლოა მის პროფესიულ ცხოვრებაზე გავლენა მოეხდინა. ადამიანები მას აფრთხილებდნენ, რომ ტომ კრუზზე ქორწინება მის კარიერას შეცვლიდა.
„მახსოვს, მეუბნებოდნენ: „ეს ნამდვილად იმოქმედებს შენს კარიერაზე“, მე კი ვამბობდი, არ მაინტერესებს, შეყვარებული ვარ, გათხოვება მინდა!“
შემდეგ კი, როგორც თავად იხსენებს, ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც სხვები აფრთხილებდნენ. ის ტომ კრუზის ცოლად აღიქვეს და მისი პროფესიული იდენტობა გარკვეულწილად უკანა პლანზე გადავიდა. თუმცა, კიდმანისთვის იმ მომენტში ეს მსხვერპლი საერთოდ არ ყოფილა.
ახლა კი და ყველაზე ხმამაღალი ფრაზა, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია:
„საკუთარი კარიერის დათმობაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ ტომ კრუზთან ყოფნა შეძლებოდა“, – აცხადებს ნიკოლი.
ნიკოლ კიდმანისა და ტომ კრუზის ისტორია ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორიაა. ისინი ერთმანეთს 1989 წელს, Days of Thunder-ის გადაღებებისას შეხვდნენ. კიდმანი მხოლოდ 22 წლის იყო, კრუზი კი უკვე მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ.
მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ერთი წლის შემდეგ, 1990 წელს, ისინი დაქორწინდნენ. მათი ქორწინება დაახლოებით 11 წელი გაგრძელდა. 2001 წელს კრუზმა განქორწინება მოითხოვა და წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს. კიდმანსა და კრუზს ორი შვილი ჰყავთ, ორივე მათგანი ნაშვილებია.
