LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანმა კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ დუმილი დაარღვია – 58 წლის მსახიობი Variety-ის გარეკანზე

304
page

ოსკაროსანი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი გამოცემა Variety-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა. 58 წლის ვარსკვლავმა გამოცემის გარეკანი დაამშვენა, მონაწილეობა მიიღო საოცრად შთამბეჭდავ ფოტოსესიაში და ინტერვიუში პირველად ისაუბრა ყოფილ მეუღლესთან, კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ.

ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა განქორწინების პროცესი დაასრულეს – ცნობილია ყველა დეტალი

ფოტოობიექტივში კიდმანმა რამდენიმე თამამი „ლუქი“ მოირგო. მსახიობი პოზირებდა ისეთი მოდის სახლების სამოსში, როგორიცაა „შანელი“, „სკიაპარელი“ და „კელვინ კლაინი“.

ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ განქორწინების შემდეგ საკუთარ თავთან დაბრუნებას დრო დასჭირდა.

„გასულ წელს საკუთარ თავში ჩავიკეტე და თითქმის არავის ვხვდებოდი. შეიძლება ითქვას, საკუთარ ნაჭუჭში ვიჯექი, ახლა კი მზად ვარ 2026 წელს შემხვდე! ახლა უკვე კარგად ვარ. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის მხარდაჭერისთვის. დანარჩენ დეტალებზე არ ვსაუბრობ ახლობლების პატივისცემის გამო. ახლა მხოლოდ ჩემს ოჯახზე ვფიქრობ, განსაკუთრებით ჩემს მშვენიერ გოგონებზე, რომლებიც მოულოდნელად უკვე ზრდასრული ქალები გახდნენ“, – აცხადებს 58 წლის ნიკოლი.

შეგახსენებთ, ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინების პროცესი წლის დასაწყისში დაასრულეს.

ცნობილმა ბიზნესმენმა, პოლ სალემ, ნიკოლ კიდმანს „თვალი დაადგა“ – კიტ ურბანთან განქორწინებიდან რამდენიმე თვეში 58 წლის მსახიობი ახალ რომანში ეშვება?

მაშ შემდეგ, რაც კიტ ურბანი ახალგაზრდა შეყვარებულთან გადავიდა საცხოვრებლად, ნიკოლ კიდმანი პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები