ნიკოლ კიდმანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. წყაროს ცნობით, 58 წლის მსახიობს უკვე რამდენიმე თვეა ფარული რომანი აქვს გავლენიან ბიზნესმენთან. საუბარია MGM Resorts International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეზე, პოლ სალემზე.
რა ხდება ნიკოლ კიდმანის პირად ცხოვრებაში – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება
გამოცემის ცნობით, წყვილი ცდილობს ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების მიღმა დატოვოს.
„მათი ურთიერთობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მშვიდად ვითარდება და ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საჯარო სივრცისგან შორს დარჩეს. არ არის გამორიცხული რომ მათი კავშირი ჯერ კიდევ კიტ ურბანთან ქორწინების დროს დაწყებულიყო“, -აცხადებს გამოცემის წყარო.
ცნობისთვის, ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი 2025 წლის სექტემბერში, თითქმის 20-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მათი განქორწინება ოფიციალურად 2026 წლის 6 იანვარს, დასრულდა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მათი დაშორების მიზეზი კიტის ღალატი იყო, თუმცა ბოლო დროინდელი ინფორმაცია ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს.

