LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ნიკოლ კიდმანის პირად ცხოვრებაში – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

178
page

ნიკოლ კიდმანის პირადი ცხოვრება კვლავ ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც გასულ წელს მისი და კიტ ურბანის ურთიერთობა დასრულდა.

ნიკოლ კიდმანმა კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ დუმილი დაარღვია – 58 წლის მსახიობი Variety-ის გარეკანზე

დასავლური მედიის ცნობით, ოსკაროსანი მსახიობი რთულ პერიოდს ახლო მეგობრის, რასელ ქროუს მხარდაჭერით უმკლავდება. როგორც ინსაიდერები აცხადებენ, „გლადიატორის“ ვარსკვლავი ნიკოლს ურჩევს, არ იჩქაროს ახალი ურთიერთობის დაწყება და დრო საკუთარ თავს დაუთმოს. ქროუ ნიკოლს ურჩევს, დრო საყვარელ საქმიანობებს დაუთმოს, მაგალითად, ხშირად იმოგზაუროს ავსტრალიაში და უფრო მეტად საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირდეს.

ამავე დროს, აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომ კიდმანი შესაძლოა რომანტიკულ ურთიერთობაშია თავის კოლეგასთან, საიმონ ბეიკერთან, რომელიც ახალ სერიალში Scarpetta მისი ქმრის როლს ასრულებს.

ნიუ-იორკში გამართულ პრემიერაზე ისინი ხელჩაკიდებულებიც კი გამოჩნდნენ, რამაც გავრცელებული ჭორები უფრო გაამყარა.

აქ რა ხდება? – ნიკოლ კიდმანისა და საიმონ ბეიკერის ურთიერთობა განხილვის მთავარი თემა გახდა

საიმონ ბეიკერის ყოფილი ცოლი, რომელიც ნიკოლ კიდმანის მეგობარია, „შოკირებული და დაბნეულია“ – ახალი დეტალები კიდმანი-ბეიკერის შესაძლო რომანის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები