LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე სენთან მებრძოლი სელინ დონი, „ლორეალის“ ახალ კლიპში, ატმისფერ კაბაში ბრწყინავს

137
სელინ დიონი

სელინ დიონი Le Défilé L’Oréal Paris-ის ახალ თიზერში მონაწილეობს. თიზერი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გავრცელდა.

„ლორეალის“ ჩვენება წელს უჩვეულოდ ვარსკვლავური იყო, მასში კარა დელვინი, ენდი მაკდაუელი, კენდალ ჯენერი და სხვა ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას.

სელინ დიონი ახალი კლიპის თიზერში ულამაზეს ატმისფერ კაბაში ჩნდება: „უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ ეს შოუ თქვენთვისაა, ისიამოვნეთ“ – ამბობს სელინი თავისი მომაჯადოებელი ხმით.

ბოლოს სელინ დონის პარიზის ოლიმპიადაზე გამოჩნდა, ეს გახლდათ მომღერლის დიდი დაბრუნება სცენაზე მძიმე დაავადებასთან ბრძოლის ორი წლის თავზე.

ვიდეო: სელინ დიონის შთამბეჭდავი დაბრუნება – პარიზის ოლიმპიადის გახსნითი ცერემონია სელინ დიონმა დააგვირგვინა

ფოტო: უიშვიათეს დაავადებასთან მებრძოლი სელინ დიონის გამოჩენას გულშემატკივრების დიდი ემოციები მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები