მაილი საირუსი Barbie Signature-ის საკოლექციო ხაზის ახალი სახე გახდა. კომპანია, Mattel-მა ოფიციალურად წარადგინა ექსკლუზიური თოჯინა, რომელიც არტისტის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და დასამახსოვრებელ იმიჯს იმეორებს.
ბარბის ახალი მოდელი შთაგონებულია საირუსის ვიზუალით სიმღერის – Golden Burning Sun მუსიკალური ვიდეოდან, რომელიც მისი ალბომის – Something Beautiful მუსიკალური ფილმის ნაწილია.
თოჯინას აცვია შავი ტყავის ორნაწილიანი კომპლექტი გამორჩეული ქუდიანი ქურთუკით, რომელიც ორიგინალში მომღერლისთვის მოდის სახლმა – Alaïa სპეციალურად, ინდივიდუალური შეკვეთით შექმნა.
საკოლექციო ფიგურას კომპლექტში მოჰყვება მზის სათვალე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მიკროფონი, რომელიც შემსრულებლის ვოკალურ კარიერასა და ეპოქალურ ხმას უსვამს ხაზს.
თავად მუსიკოსისთვის ეს კოლაბორაცია ემოციური და სიმბოლური აღმოჩნდა:
„ეს ნამდვილი ,,სრული წრის” მომენტია. ბავშვობაში თავად ვეთამაშებოდი თოჯინებს, დღეს კი ოფიციალურად თავად გავხდი ბარბი“, — განაცხადა საირუსმა.
Barbie Signature-ის კოლექციის ეს მოდელი უკვე ხელმისაწვდომია წამყვან საერთაშორისო პლატფორმებსა და Mattel-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში, მისი ღირებულება კი, $60-ია.